პორტუგალიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” 37 წლის სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ტრავმის გამო “მანჩესტერ სიტისთან” გამასართ შეხვედრას გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთად წითელ ეშმაკებს, მანჩესტერულ დერბიში რაფაელ ვარანი, ლუკ შოუ და ედისონ კავანიც ვერ დაეხმარებიან.
კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
Cristiano Ronaldo is out of the Manchester derby with an injury, reports @lauriewhitwell pic.twitter.com/QF43MpavdV
— B/R Football (@brfootball) March 6, 2022








