ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ორლანდო მეჯიქს“ ესტუმრადა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით, 111:106 გაიმარჯვა.
ინდიანას ტრავმის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დომანტას საბონისი დაუბრუნდა, რის გამოც გოგას შედარებით მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე არასრული 16 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მან 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ინდიანას კალათბურთელი, აარონ ჰოლიდეი იყო, რომელმაც 20 ქულას მოუყარა თავი.
51 ტურის შემდეგ, „ინდიანა პეისერსი“ 24 მოგებით და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, საკუთარ მოედანზე „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.





