NBA-ის მორიგ ტურში ქართველი კალათბურთელების დუელი შედგა. სანდრო მამუკელაშვილის „მილოუკ ბაქსმა“ საკუთარ მოედანზე გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით, 128:119 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ქართველმა კალათბურთელმა ჯამში 10 ქუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულის ჩაგდება მოასწრო, ამასთან „მამუმ“ 2 მოხსნაც მიითვალა.
საუკეთესო კალათბურთელი კი მილუოკელთა ლიდერი, იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც სეზონის რეკორდი დაამყარა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა ინდიანას 50 ქულა ჩაუგდო და გამარჯვებაშიც ლომის წვლილი დაიდო.
„პეისერსი“ მომდევნო მატჩს 17 თებერვალს შინ „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს, „მილუოკი ბაქსი“ კი 18 თებერვალს, ასევე საკუთარ კედლებში „ფილადელფიას“ მიიღებს.








