არახალია იმაში, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ნაწილს ერთმანეთთან კარგი ურთერთობა არ აქვთ. ბუნებრივია, ეს ყველაზე არ ითქმის, ისეთებიც ვიცით გადაფსკვილი დაქალ-ძმაკაცები რომ არიან ანუ კორტზე მტრები, მის მიღმა კარგი მეგობრები. თუნდაც აწ უკვე ყოფილი ჩოგბურთელის, კაროლინ ვოზნიაცკის და სერენა უილიამსის ურთიერთობაც კმარა.
კონკურენცია სპორტში ჩვეულებრივი ამბავია. უფრო სწორად, მის გარეშე მაღალი მიღწევების სპორტი წარმოუდგენელია, მაგრამ ზიზღი? თან ისეთ დიადზე როგორიც როჯერ ფედერერია? ალბათ, ფრენსის ტიაფოს ამ სიტყვებმა ბევრი გააოცა? ვინ-ვინ და ცოტა ძნელი დასაჯერებელია შვეიცარიელი ჩოგბურთელი ვინმეს ეზიზღებოდეს, თუნდაც მოსისხლე კონკურენტებს.
„ფედერერი იდეალურია. ეს სრულიად ნათელია. მე ასე ვთვლი და ვერავინ გადამარწმუნებს. ის ყველა სპორტსმენისთვის და განსაკუთრებით ჩოგბურთელებისთვის მაგალითის მიმცემია, მაგრამ მიუხედავად ამის, ის ბევრს არ უყვარს. უფრო მეტიც, არ გამოვრიცხავ ეზიზღებოდეთ კიდეც.
გამორიცხულია ყველას უყვარდე. ყველა ადამიანს ჰყავს მტერი. მე ვუყურებ მას და ბევრ რამეში ვბაძავ. ვცდილობ, მასსავით ვიმოქმედო და ამის მერე ტკბილად ღამე ტკბილად ვიძინებ – ამბობს ფრენსის ტიაფო.
ახალგაზრდა და ნიჭიერი ამერიკელი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგის 59-ე ნომერია. ის ფედერერს სხვადასხვა ტურნირებზე 4-ჯერ დაუპირისპირდა და ყველა წააგო.
როჯერ ფედერერზე კი ყველამ ყველაფერი იცის. დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონი ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია.








