40 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოახლოებულ აშშ-ს ღია პირველობაში და სეზონის დარჩენილ ნაწილსაც გამოტოვებს.
როგორც ირკვევა, შვეიცარიელ ლეგენდას მუხლზე მორიგი ოპერაცია ესაჭიროება, შემდეგ კი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. როჯერმა ამის შესახებ სპეციალურ ქსელში ისაუბრა:
“მუხლზე ოპერაცია მჭირდება. ექიმებთან კონსულტაცია გავიარე და მათი რჩევა მივიღე. ამის მერე არაერთი თვის გამოტოვება მომიწევს, თუმცა, ეს მაინც სწორი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ მე ისევ დავბრუნდები” – განაცხადა ფედერერმა.








