თანამედროვე და ზოგადად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი აცნობიერებს, რომ მოახლოებულ როლან გაროსზე მას წარმანეტის შანსი არ აქვს.
ლეგენდარული შვეიცარიელი მეჩოგნე აღიარებს, რომ პარიზში მისგან განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ელოდონ და რეალურად სეზონი მისთვის ბალახის საფარის ტურნირებიდან დაიწყება.
„რეალისტი ვარ და ვიცი რომ როლან გაროსზე ვერ მოვიგებ. კარგად ვხვდები თუ ამ ეტაპზე რა არის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. აქამდეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ 2021 წლის სეზონი ჩემთვის ბალახის საფარზე დაიწყება.
კარგია, როდესაც უმაღლეს მწვერვალზე ადიხარ, მაგრამ იქიდან ჩამოსვლაც გიხდება. ასეთია სპორტსმენის ცხოვრება“ – აღნიშნავს 39 წლის როჯერი.
შეგახსენებთ, როჯერ ფედერერმა თავის სამშობლოში, კერძოდ კი ჟენევაში მიმდინარე 250-იან კატეგორიის ტურნირზე მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო ანდუხართან წააგო, მანამდე კი დოჰაში ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა.
როლან გაროსი სტარტს 30 მაისს აიღებს და ნებისმიერ შემთხვევაში ბულონის ტყეში როჯერ ფედერერის ხილვა საინტერესო იქნება.








