„სამეფო გუნდის“ ოფიციალური გვერდის ინფორმაცით, მადრიდელთან 73 წლის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს COVID-19 დაუდასტურდა.
თუმცა გუნდის გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ფლორენტინოს ვირუსიანი პერიოდი საერთოდ უსიმპტომოთ გადააქვს, რას მისი ასაკისთვის მოულოდნელია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირება ერთი კვირის წინ რეალის ფრანგ დამრიგებელს ზინედინ ზიდანსაც დაუდასტურდა,
მიმდინარე სეზონში მადრიდული გრანდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილს ბარსელონასთან იყოფს და ლიდერ ატლეტიკოს 10 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ზიდანს გუნდი მერვედფინალში ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 25 თებერვალს, იტალიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას კი მადრიდი 17 მარტს უმასპინძლებს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „სამეფო გუნდი“ ბილბაოს ატლეტიკთან დამარცხდა. ხოლო, სამეფო თასის 1/16 ფინალიდან რეალი ალკოიანომ გამოთიშა.








