63 წლის ასაკში ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი, ედიშერ კაკაბაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის ვეტერანი ფეხბურთელის – ედიშერ კაკაბაძის გარდაცვალების გამო.
ედიშერ კაკაბაძე წლების მანძილზე ემსახურა ჩვენს კლუბს და დინამო ბათუმის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
1980 – იან წლებში ბატონი ედიშერი გუნდის შეუცვლელი წევრი გახლდათ და 250 -ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2017 წლიდან ის დინამო ბათუმის სპორტული ბაზის დირექტორის პოსტს იკავებდა.
ედიშერ კაკაბაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი კლუბისთვის, თანავუგრძნობთ ბატონი ედიშერის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.





