ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე კარლსრუეში წყვილთა თანრიგში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 29 წლის ჩოგბურთელმა რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ფინალში პოლონელ კატარინა პიტერსისა და ეგვიპტელ მაიარ შერიფის წყვილი დაამარცხა.
შეხვედრა სამი სეტის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი სეტი ქართულ/რუმინული წყვილის გამარჯვებით დასრულდა – 6:3, მეორეში კი პოლონელმა და ეგვიპტელმა იმაჯრვეს – 2:6.
გადამწყვეტი სეტი სასკმაოდ დრამატული და დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ კი გამარჯვებილის ვინაობა ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ჩვენებურის და რუმინელის გამარვებით, 10:7 დასრულდა.








