29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად მონტევიდეოს ტურნირი მოიგო.
ქართველმა და რუმინელმა ჩოგბურთელმა ფინალში ბრაზილიელ ალვეშსა და ესპანელ ბასოლ რიბერას 6:4, 6:3 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ და ბარამ წელს კარლსრუეს, კლუჟ-ნაპოკას და ბუენოს აირესის ტურნირი მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ გორგოძე WTA-ს წყვილთა რეიტინგში სავარაუდოდ, 62-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
ეკატერინე მონტევიდეოში ერთეულთა ტურნირსაც თამაშობდა, მაგრამ ნახევარფინალში ფრანგ პერისთან დამარცხდა.








