გიორგი მიქაუტაძე სერენში დაბრუნებისთანავე ძველებურად ათამაშდა და ბელგიის უმაღლეს დივიზიონში “ანტვერპენს” სადებიუტო გოლი გაუტანა.
გიორგი “სერენში” 10 დღეა რაც დაბრუნდა, სამჯერ ითამაშა და უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.
voetbalkrant.com-მა “სერენის” ქართველ ფორვარდს გარჯა დაუფას და სტატია მიუძღვნა.
“ანტვერპენთან შეხვედრაში სერენმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა, ზაფხულის შემდეგ კლუბმა დაიბრუნა “გოლების მანქანა” გიორგი მიქაუტაძე. მისი დებიუტი სტანდარდთან შედგა, როცა შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანასთან ახლოს იყო. შემდეგ იყო ჰეთ თრიკი თასზე ლოკერენის კარში, ახლა კი მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატშიც გაიტანა.
ის პირველად იყო პირველ დივიზიონში სასტარტო შემადგენლობაში და მან ამ თამაშში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. გატანა თავიდანვე შეეძლო, რომ არა ანტვერპენის გოლკიპერი ბუტეზი. მეორე ტაიმში მიქაუტაძემ მეკარეზე შური იძია, როცა ბურთი თავზე გადაუგდო.
როგორც ჩანს, ფორვარდი ამ დონეზეც ბევრს შეძლებს. გასულ სეზონში მან უკვე აჩვენა, რომ გოლების გატანა ეხერხება 19 გოლი გაიტანა 21 მატჩში პროქსიმუს ლიგაში, შემდეგ კი პლეი ოფში 3 გოლიც შეაგდო. როგორც ჩანს, მას იგივეს გაკეთება ჟუპილერ ლიგაშიც შეუძლია, ეს კი სერენისთვის შესანიშნავი ნიშანია, გუნდი შეიძლება ელიტაში დატოვოს”, – წერს ბელგიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი იჯარით “სერენში”გაატარა და ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, 22 მატჩში 22 გოლი.








