საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე “სერენის” იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.
გიორგისთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ნომინირებული იუსუფ მაზიზი და მეტიუ კარბახი არიან.
აღსანიშნავია, რომ “სერენმა” აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ფოტოში გიორგი მიქაუტაძის FIFA 22-ის ქარდია მოცემული. გიორგის კომპიუტერულ თამაშში 68 რეიტინგი აქვს.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ იანვრის თვეში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
🔴⚫ Star Casino vous présente le concours du joueur du mois !
👉 @YMaziz_, @mcachbach8 ou @MikautadzeG ? A vous de choisir qui sera élu joueur du mois de janvier ! Le vainqueur du concours remportera la carte FIFA dédicacée par le lauréat ! pic.twitter.com/nFeh9Tq61S
— RFC Seraing (@RfcSeraing167) February 3, 2022








