საქართველოს ნაკრებისა და “სერენის” 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში გამოარჩიეს.
ჟუპიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა, ტვიტერზე ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირები გამოარჩია, სადაც მესამე ადგილს გიორგი მიქაუტაძე იკავებს.
მეორე ადგილზე “ბრიუგეს” ფორვარდი ჩარლზ დე კეტელაერეა, პირველ პოზიციას კი “ანდერლეხტის” თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე იკავებს.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
These youngsters can't stop scoring goals this #jupilerproleague season 🔥 pic.twitter.com/i1XghX9g1r
— Pro League ⚽️🇧🇪 (@ProLeagueBE) February 9, 2022





