საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე “სერენის” იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას ბელგიური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გიორგის კონკურენტები აღნიშნული ჯილდოს მოასაპივებლად, იუსუფ მაზიზი და მეტიუ კარბახი იყვნენ.
ბელგიურმა გუნდმა გამარჯვებული კომპანია ma_carte_fut-თან ერთად გამოავლინა, სადაც FIFA-ში ფეხბურთელების რეიტინგი იყო მოცემული. გიორგი მიქაუტაძის ქარდი 68 ქულით იყო შეფასებული.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ იანვრის თვეში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
🔴⚫️ Félicitations à @MikautadzeG, qui remporte le concours du Métallo du mois de janvier !
👉 Le vainqueur du concours sera dévoilé lorsque les cartes FIFA ma_carte_fut auront été livrées : merci à tous pour votre participation ! pic.twitter.com/UZ9ltONXwy
— RFC Seraing (@RfcSeraing167) February 8, 2022





