საქართველოს ნაკრებისა და “სერენის” 21 წლის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე voetbalfilsten.be-ს ვერსიით ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გიორგიმ გასულ ტურში “ბეესხორტს” გაუტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.
ტურის სიმბოლურ გუნდში voetbalfilsten.be-ს ვერსიით სათადარიგოთა სკამზე გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი, იუსუფ მაზიზიც მოხვდა.
“სერენი” მომდევნო შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე “ეუპენის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ფეხურთელმა მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.








