ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში “ვოლფსბერგერმა” შინ “ადმირა” მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველმა ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
5 ტურის შემდეგ “ვოლფსბერგერი” ავსტრიის უმაღლეს ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს ალტახის წინააღმდეგ გამართავს.








