ავსტრიის სპორტული მიმართულების დირექტორმა, პიტერ კაიზერმა ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე დღის წინ გადარჩენილი სიცოცხლისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში “ვოლფსბერგერი” სტუმრად, ვენის “აუსტრიას” დაუპირისპირდა, როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ჯორჯ ტეიგლს შუა თამაშის დროს ეპილეფსია დაემართა. მასთან პირველი კი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი გაჩნდა, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და დღის გმირი გახდა.