ავსტრიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა, “ვოლფსბერგერსა” და ვენის “აუსტრიას” შორის ძალიან მძიმე გამოდგა.
ჯორჯ ტეიგლს თამაშის მიმდინარეობისას ეპილეფსია დაემართა, მას პირველადი დახმარება ლუკა ლოჩოშვილმა გაუწია, ქართველმა მცველმა ავსტირელი ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა.
შეხვედრის შემდეგ, ლუკამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“მე არ ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც აკეთებს განცხადებებს, მაგრამ მე ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას და ნამდვილად ვაფასებ, რომ ფეხბურთი პატივისცემასთან არის დაკავშირებული და სამართლიანი თამაში მნიშვნელოვანია. ტეიგლი თავს კარგად გრძნობს და მისი სიცოცხლე გადარჩენილია, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას.
თითოეულ ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, მე იქ ბევრი მეგობარი მყავს. მათ მძიმე დრო უდგათ და ყველა სიცოცხლე მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გადავწყვიტე მათ მხარი დავუჭირო ყველაფერში. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.








