საქართველოს ნაკრებისა და “ვოლფსბერგერის” 23 წლის ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა ამხანაგურ შეხვედრაში, დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ გაიტანა. “ვოლფსბერგერი” დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ 1:4 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეხვედრის 37-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა ავსტრიულმა გუნდმა შეხვედრა მაინც დათმო.
ავსტრიული გუნდი ბელეკში სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება.
“ვოლფსბერგერი” მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 27 იანვარს “ბოჰემიანსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.








