ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში, ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერი” სტუმრად, ვენის “ავსტრიას” დაუპირისპირდა და ერთ ბურთიანი სხვაობით – 0:1 დამარცხდა.
მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ჯორჯ ტეიგლს შუა თამაშის დროს ეპილეფსია დაემართა. მასთან პირველი კი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი გაჩნდა, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და დღის გმირი გახდა.








