“ნიუკასლ ჯეტსის” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბექა მიქელთაძემ “მაკარტურის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა. “ნიუკასლ ჯეტსისა” და “მაკარტურის დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.
შეხვედრის 42-ე წუთზე ბექამ პენალტი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა გოლი უკრაინას სპეციალური მაისურით მიუძღვნა.
ცნობისთვის, ბექა მიქელთაძე 8 გატანილი გოლით ავსტრალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილს იკავებს.








