ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სტილით სახეობაში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ასევე საქართველოს სახელით ბრინჯაოს მედლებისთვის, ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ) და თემურ ჭკუასელი (87 კგ) იბრძოლებენ. ჭიკაიძე რუს სერგეი სტეპანოვს დაეჭიდება, ჭკუასელის მეტოქე კი ირანელი ალიზადე იქნება.
ფინალში ლერი აბულაძის მეტოქე თურქი აჰმეთ იარი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გავიდნენ.








