სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აბულაძემ ჩემპიონობამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალში ყაზახი მეტოქე 5:1 დაამარცხა, 1/4-ში რუს მეტოქესთან 7:3 მოიგო, ნახევარფინალში ირანელი მეტოქე ასევე 7:3 სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი თურქ მეტოქეს 3:1 მოუგო.
სამწუხაროდ ნიკოლოზ ჭიკაიძემ (77 კგ) და თემურ ჭკუასელმა (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმეს.
ლერი აბულაძემ საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.





