ბულგარეთში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 3 ვეტცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
დღეს, ჩემპიონები დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები კი ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ბექა გურული (82 კგ).
შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი შოთაძე (63 კგ) ჩემპიონი გახდა, დავით სოლოღაშვილი (77 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე გასულ თურქეთს 28 ქულით აჯობა.








