ბულგარეთში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში გიორგი შოთაძე (63 კგ) ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი ზიია ბაბაშოვი 3:0 დაამარცხა.
ვერცხლის მედლის მფლობელი დავით სოლოღაშვილი (77 კგ) გახდა, გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), ბექა გურულმა (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ)
ფინალის საგზური მოიპოვეს.








