ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში ლერი აბულაძემ საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუპოვა. ფინალში ლერი ირანელ მეტოქესთან დამარცხდა.
21 წლის სპორტსმენმა ფინალამდე დიდი გზა განვლო, 1/8-ში ლერიმ ყაზახ სპორტსმენს 5:4 მოუგო, 1/4-ში იაპონელი მეტოქე იგივე ანგარიშით დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ მეტოქეს 7:1 სძლია. ფინალში ახალგაზრდა სპორტსმენმა შეხვედრა მძიმე ბრძოლაში 5:4 დათმო.
დღეს ასევე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.





