1937 წლის 25 დეკემბერს ინგლისის ჩემპიონატის მორიგი ტურის რიგითი შეხვედრა ,,ჩელსი”-,,ჩარლტონი” ტარდებოდა. მატჩი ბურუსის თანხლებით მიმდინარეობდა და მეორე ტაიმის მე-15 წუთზე საერთოდ შეწდა იგი, რადგან ხილვადობა თითქმის ნულს გაუტოლდა. რასაკვირველია, ამაში გასაკვირი არაფერია, უამრავი შეხვედრა გადადებულა მსგავსი მიზეზით, თუმცა აქ განსაკუთრებულ კურიოზთან გვაქვს საქმე.
სურათზე სტუმართა მეკარე სემუელ ,,სემ” ბარტრემს ხედავთ, რომელმაც… შეხვედრის შეწვეტის შესახებ 15 წუთით გვიან გაიგო:
,,თანდათან უფრო და უფრო მიჭირდა თანაგუნდელთა დანახვა, მოგიანებით კი საერთოდ ვეღარ ვხედავდი მათ. უცებ, ვხედავ, რომ ჩემთან პოლიციელი მოდის და მკაცრად მეკითხება – ,,რას აკეთებ აქ? შეხვედრა უკვე 15 წუთია შეწყდა”. გასახდელში შესვლას ყველაფერი მერჩივნა. იქ შესვლისას თანაგუნდელები უკვე შინ წასასვლელად მზად იყვნენ, თუმცა სიცილით იხოცებოდნენ და მეკითხებოდნენ მიზეზს, თუ რატომ დამაგვიანდა გასახდელში შესვლა” – წლების შემდეგ, ამ ისტორიას ღიმილით იგონებდა ,,ჩარლტონის” მეკარე.




