თბილისის დროით 23:00 საათზე, ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე, „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელნმა, ხოსე ბორდალასმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც 20 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
შესაბამისად, მამარდაშვილი ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს და ორმაგად სასიხარულოა, რომ ის „ვალენსიას“ კარს ისეთი გრანდის წინააღმდეგ დაიცავს, როგორიც მადრიდის „რეალია“.








