ავტორიტეტული გამოცემა The Times წერს, რომ ზაფხულში მადრიდის რეალი ერლინგ ჰოლანდს ან კილიან მბაპეს იყიდის, ამისთვის კი ბიუჯეტის გამოთავისუფლება სჭირდება.
წყაროს ინფორმაციით ამ პროცესს მარტინ ოდეგორი „შეეწირება“, ესპანელები მზად არიან ნორვეგიელს 52 მილიონ ევროდ შეელიონ.
თანაც ოდეგორი ლონდონის არსენალს შესანიშნავად შეეწყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა, ის „მეთოფეთა“ რიგებში მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასე რომ მათ მარტინის შეძენა აუცილებლად ენდომებათ.
ნორვეგიელმა შემტევმა, რომელიც არსენალს ზამთარში შეუერთდა, რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, თანაც ეს ტოტენჰემის კარში მოახერხა.








