თორნიკე შენგელია გულშემატკივრებმა VTB ლიგის სეზონის საშემოდგომო ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში მძიმე ფორვარდის პოზიციაზე შეიყვანეს.
შენგელიას სტატისტიკა საშუალოდ VTB ლიგის მიმდინარე სეზონის ხუთ შეხვედრაში ასეთია: 12.4 ქულა, 4.6 მოხსნა და 4.0 პასი, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი საშუალოდ 15.6-ია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თოკომ მომდევნო მატჩი ესპანეთთან ტრავმის გამო გამოტოვა და ახლა ვერც მოსკოვის ცსკა-ს ეხმარება.







