“ანორთოსისის” პრეზიდენტმა ეუხენიოს ხამპულასმა გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა.
“თემური მეტია, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელი. ბევრი მეკითხება, არის თუ არა ის საუკეთესო ვარიანტი გუნდისთვის. ამ შეკითხვას არ ვუპასუხებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ ის ყველაზე შესაფერისია. ჩვენ მას ვენდობით, მას კი ძალიან სურს წარმატების მიღწევა. ქეცბაიას წაგება არ შეუძლია. მან მიაღწია დასახულ მიზანს, ჰყავს ძალიან კარგი პერსონალი, რომელიც კარგი მწვრთნელებისგან შედგება”, – ამბობს ანორთოსისის პრეზიდენტი.
53 წლის ქართველი სპეციალისტი “ანორთოსისში”2019 წლის ზაფხულში დაბრუნდა. გასულ სეზონში კლუბმა კვიპროსის თასის მოგებაც მოახერხა.
კვიპროსული კლუბი კონფერენსლიგის B ჯგუფშიც გამოდის, სადაც პირველ ტურში შინ პარტიზანთან წააგო,30 სექტემბერს კი გასვლაზე “გენტს” ეთამაშება, სადაც სამწუხაროდ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.








