ბარსელონას ფეხბურთელები განაგრძობენ ხელფასების შემცირებას იმისათვის, რომ კატალონიურმა გრანდმა ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება შეძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ლა ლიგაში სერხიო აგუეროს დარეგისტრირებას შეძლებს და ეს ჟორდი ალბას დამსახურებაა, რომელიც ხელფასის შემცირებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ რომ სერხიო აგუერო ახლა ტრავმირებულია და მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება.





