ეროვნული ლიგის 1-ლი ტურის შეხვედრაში “თელავმა” თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად, მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში დედაქალაქელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმში კი, მატჩის 47-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
გიორგი ჭელიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ ჩაატარებს, თბილისის “ლოკომოტივი” კი “სამგურალს” დაუპირისპირდება.








