ინგლისის ჩემპიონშიფში “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში შოთა არველაძეს დებიუტი შედგა. ინგლისის რანგით მე-2 ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ჰალ სიტიმ” შინ “სუონსი მიიღო და 2:0 დაამარცხა.
48 წლის ქართველმა სპეციალისტმა წარმატებული დებიუტის შემდეგ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი გამარჯვებით აღვნიშნე. ეს იყო დიდებული გამარჯვება უდიდესი გუნდური ძალისხმევით! მადლობა ყველა გულშემატკივარს დღევანდელი საოცარი დახვედრისთვის!” – წერს შოთა არველაძე.
შეგახსენებთ, რომ “ჰალ სიტი” ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე დაწინაურდა.
შოთა არველაძეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს 19:00 საათზე “პრესტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.








