გუშინ, ჩემპიონშიპის 36-ე ტურში “ჰალ სიტი” საშინაო არენაზე “ვესტ ბრომვიჩთან” 0:2 დამარცხდა.
მარცხის შემდეგ შოთა არველაძემ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდის თამაშში ბევრი დადებითი მომენტი დაინახა.
“ვეცადე ბიჭებისთვის მეთქვა, რომ თავები მაღლა აწიონ. ცუდად არ ვითამაშეთ. ამ ანგარიშს არ ვიმსახურებთ. ერთმა პატარა შეცდომამ თამაში გაცილებით გაართულა.
რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რამაც კმაყოფილი დამტოვა. ჩვენ შეგვიძლია გუნდი ავაშენოთ. იმედია შედეგიც მალე იქნება.
ბევრი ქულის მოპოვებაა საჭირო… ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭებს ვუთხრათ, რომ თავები მაღლა აწიონ. მათ ხვალ კარგად უნდა დაისვენონ, რათა ორშაბათს მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ”, – განაცხადა შოთიმ.








