ჩემპიონშიფის 37-ე ტურის შეხვედრაში, “ჰალ სიტი” “ბირმინგემს” ესტუმრა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ “ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“ძლიერ გუნდთან, სტუმრად ქულა ავიღეთ. მშრალად შენახული კარი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ოთხშაბათს შევხვდებით. გულშემატკივრები როგორც ყოველთვის ფანტასტიურები იყვნენ.” – განაცხადა შოთა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა “ჰალ სიტი” იანვარში ჩაიაბარა.