“ვალენსიას” ფეხბურთელებს: დანიელ ვასის, დენის ჩერიშევს, ჰელდერ კოშტასა და მაქსი გომესს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ბუნებრივია, იასპერ სილესენის არ ყოფნა გიორგი მამარდაშვილის “ბალეარესის” წინააღმდეგ თამაშის შანსს გაზრდის.
“ღამურების” გულშემატკივრები ხაუმე დომენიკის თამაშით უკმაყოფილოები არიან და ისინი თასის თამაშებზე ქართველი მეკარის თამაშს ითხოვენ.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილის კოპა დელ რეიზე თამაში რეალურია.
შეგახსენებთ, რომ “ბალეარესისა” და “ვალენსიას” დაპირისპირება 16 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათზე შედგება.








