საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა საფრანგეთის სასამართლომ მატიას ვალბუენას შანტაჟის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
33 წლის ფორვარდს ერთლიწანი პირობითი სასჯელი და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
განმარტების სახით, მოსამართლემ განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის პერიოდში კარიმი თავისი ქმედებები ვერ გაანალიზა, რის გამოც მას მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელი ერგო.
საპირისპირო მხარის მტკიცებით, ბენზემა სექსუალური ხასიათის შემცველი კადრების არგასაჯაროების სანაცვლოდ ვალბუენასგან ფულად თანხას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სკანდალის გამო 33 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან 5 წლით იყო მოკვეთილი.








