ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, მადრიდის “რეალმა” შინ “რეალ სოსიედადი” მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა საფრანგეთის ნაკრების და სამეფო კლუბის ფეხბურთელისთვის, კარიმ ბენზემასთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა.
ფრანგმა ფეხბურთელმა შეხვედრის 43-ე წუთზე ლუკა მოდრიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა. კარიმ ბენზემა მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 100 ასისტის შესრულება მოახერხა. აღნიშნული შედეგის დააფიქსირება დანი ალვეშმა (103 საგოლე გადაცემა) და ლეო მესიმ (192 საგოლე გადაცემა) მოახერხეს.
ცნობისთვის, კარიმ ბენზემას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი (10) საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
3 – @realmadriden's Karim @Benzema 🇫🇷 has become the third player to reach 100 assists in @LaLigaEN in the 21st century, after Lionel Messi 🇦🇷 (192) and Daniel Alves 🇧🇷 (103). Centenary. pic.twitter.com/QB95p88IXr
— OptaJose (@OptaJose) March 5, 2022








