საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა „ევრო 2020“-ისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საგულისხმოა, რომ 6-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდში მადრიდის რეალის თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა დაბრუნდა, რომელიც ნაკრებიდან მატიას ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო იყო მოკვეთილი.
მეკარეები: ჰუგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მაიგნანი (ლილი, საფრანგეთი), სტივ მანდანდა (მარსელი, საფრანგეთი).
მცველები: ლუკას დინიე (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბოსი (ლიონი, საფრანგეთი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ, საფრანგეთი), იულიეს კუნდე (სევილია, ესპანეთი), კლემენ ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი).
ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია).
თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო, საფრანგეთი), კარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), უსმან დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), მარკუს ტურამი (ბორუსია მიუნხენგლადბახი, გერმანია).
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში გამოვა, მეტოქეები კი უნგრეთის, გერმანიის და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან.





