ჟურნალ Onze Mondial-ის მკითხველთა გამოკითხვის შედეგად, მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა გასული სეზონის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
33 წლის ფრანგმა, 2020/21 სეზონის ყველა ტურნირში, 29 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დააგროვა და ეს ჯილდო პირველად მოიგო.
ბენზემამ ხმების 47,3% მიიღო, მან უახლოეს მდევრებს, ლიონელ მესის (ბარსელონა, 20,1%) და რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი, 11,3%) გადაუსწრო.
ტოპ 11-ის დანარჩენი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
4. კილიან მბაპე (პსჟ, 10.3%)
5. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, 3.5%)
6. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, 3.2%)
7. იოზუა კიმიხი (ბაიერნი, 1.5%)
8. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია, 1%)
9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი, 0,8%)
10. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, 0,7%)
11. ლუის სუარესი (ატლეტიკო, 0,3%)








