მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავს, კარიმ ბენზემას 5 წლით პატიმრობა ემუქრება. მიმდინარე წლის ოქტომბერში ბენზემას და ვალბუენას საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცხო არაა, რომ საფრანგეთის სასამართლო 33 წლის ფეხბურთელს მატიას ვალბუენას მისამართით სექსუალური ხასიათის კადრებით დაშანტაჟებაში ადანაშაულებენ.
თავად ბენზემა აცხადებს, რომ ოქტომბერში „აღნიშნული მასკარადი დასრულდება“. L’equipe-ის მტკიცებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელი საპყრობილეში შესაძლოა 5 წლით აღმოჩნდეს.





