მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს ტიბო კურტუას, ედუარდო კამავინგას, ფედე ვალვერდესა და ვინისიუს ჯუნიორს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეუშლის თუ არა ეს ფაქტი ხელს მადრიდის “რეალისა” და “ხეტაფეს” დაპირისპირებას.
ესპანეთში ეპიდვითარება საკმაოდ გართულებულია, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს უსმან დემბელეს, გავის, უმტიტის, დანი ალვეშს, ჟორდი ალბას, კლემან ლენგლესა და ბალდეს კორონავირუსი დადასტურებული აქვთ.
მადრიდის “რეალისთვის” აღნიშნულ ფეხბურთელების მოედანზე არ ყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდებიან “სამეფო კლუბის” ინფიცირებული ფეხბურთელები გუნდს.
Comunicado Oficial. #RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) December 29, 2021





