მადრიდის “რეალის” ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად ტიბოს კონკურენტები პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბარსელონა), ნაბილ ფეკირი (რეალ ბეტისი), დანიელ ვივიანი (ატლეტიკ ბილბაო), პაუ ტორესი (ვილიარეალი), პერე მილა (ელჩე) და ვედატ მურიქი (მალიორკა) იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის თვის გამარჯვებული მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანხელ კორეა გახლდათ.
ცნობისთვის, ტიბო კურტუამ თებერვლის თვეში კარი მშრალად სამჯერ შეინახა.
📛 4 clean sheets.
😼 Cat like reflexes.
🔐 A key player for @realmadriden🇧🇪 @thibautcourtois named #LaLigaSantander #POTM for February ! 🏆#MVP
— LaLiga English (@LaLigaEN) March 11, 2022








