გაურკვეველი რჩება პსჟ-ს თავდამსხმელის კილიან მბაპეს მომავალი.
როგორც As-ს წერს, სუპერლიგის პროექტის წარუმატებლობის შემდეგ, მადრიდული კლუბი 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.
ტურნირში მონაწილეობა მადრიდის რეალს მოუტანს თანხებს, რომელიც ფრანგის შესაძენად არის საჭირო.
ამ სეზონში ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 29 მატჩში 25 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.








