საქართველოს ნაკრებისა და “ჰატაისპორის” 26 წლის თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ “ალტაის” წინააღმდეგ ასისტი შეასრულა. “ჰატაისპორი” თურქეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში “ალტაის” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.
საბამ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 68-ე წუთზე შემოიყვანეს, შეხვედრის 76-ე წუთზე კი თანაგუნდელს გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი იქონია.
საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერ ლიგაში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითავალა.
”ჰატაისპორი” თურქეთის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ 29 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.







