თურქეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში “ჰატაისპორმა” შინ “მალათაისპორი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:2 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო და შემოსვლიდან ორ წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ჰატაისპორი” მომდევნო შეხვედრას 7 მარტს “გაზიანთეფის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ცნობისთვის, საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში გამართულ 26 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.








