16 ოქტომბრიდან, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს გრანდ სლემი აიღებს სტარტს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები მონაწილეობას 5 ძიუდოისტით მიიღებს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის შემდეგ ტატამიზე პირველად გამოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაგრების გრან პრის მოქმედი გამარჯვებული, ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვებას, ასევე ზაგრების გრან პრის ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ეცდება. 100 კილოგრამში კი ძალებს ახალგაზრდა ონისე სანებლიძე მოსინჯავს.
ქალებში, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებს.

შეჯიბრი საფრანგეთის დედაქალაქში 16-17 ოქტომბერს გაიმართება.








