ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ვიცე-ჩემპიონი გავიდა.
22 წლის ძიუდოისტმა ვერცხლის მედლის მოპოვებამდე იტალიელი მირიამ ბოი და ბრაზილიელი თაიანე ლემოსი დაამარცხა, ნახევარფინალში ფრანგ ფაიზა მოკდარს სძლია, ფინალში კი პრიშილა გნეტოსთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
დღეს საქართველოს სახელით თემურ ნოზაძე (60 კგ), ირაკლი კუპატაძე (60კგ), ლაშა ნადირაძე (66კგ) და მარიამ ჯანაშვილიც (52კგ) გამოვიდნენ, თუმცა ყველა მათგანი პირველივე რაუნდში დამარცხდა.
ცნობისთვის, ეთერ ლიპარტელიანმა კარიერაში IJF-ის მსოფლიოს ტურზე მე-5 მედალი მოიპოვა.
ხვალ საქართველოს სახელით, ვლადიმირ ახალკაცი, ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე გამოვლენ.








