ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.
20 წლის ილია სულამანიძემ ულამაზეს სტილში ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ბუნებრივია, EJU-ს ქართველი ძიუდოისტის ბრწყინვალე გამოსვლა არ გამორჩენია.
ევროპის ძიუდოს ფედერაცია ილია სულამანიძის შესახებ:
“გამარჯობა ილია სულამანიძე!
მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა რაც ვარლამ ლიპარტელიანის შეცვლას გულისხმობდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ილიას მხოლოდ აძლიერებს. შარშან მან თელ ავივში ბრინჯაო, ხოლო თბილისში კი ვერცხლი აიღო, ახლა კი გრანდ სლემის ოქროსაც დაეუფლა. ბოლო წლის მანძილზე მან ახალგაზრდებში მსოფლიო, 23 წლამდელებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ეს 20 წლის ბიჭი უკვე დიდ ნაბიჯებს დგამს” – წერს EJU.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.





